ბარსელონას მთავარი გარანტორი: მესის წასვლა საჭირო იყო

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


ბარსელონას" მთავარი გარანტორი ხოსე ელიასი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით ლიონელ მესის გუნდიდან წასვლა საჭირო იყო და ამის მიზეზი მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორები არ ყოფილა.

ხოსე ელიასი ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც ჟოან ლაპორტას გარანტად დაუდგნენ. მის გარეშე ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტის დაკავებას ვერ მოახერხებდა. შესაბამისად ელიასი არა მხოლოდ ლაპორტასთან, არამედ "ბარსელონასთან" საკმაოდ დაკავშირებული პირიც გამოდის.


Sport-ის ცნობით ცოტა ხნის წინ ხოსე ელიასმა La Sotana-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც საინტერესო რამ თქვა.


მესის წასვლა ახლოვდებოდა. "ბარსელონას" ახალი გუნდი უნდა შეექმნა და მესისთან ერთად ეს ვერ მოხერხდებოდა. ფეხბურთელს ხელს ასაკი აღარ უწყობდა.

იმისათვის, რომ მესის შემდგომი პერიოდისთვის "ბარსელონას" წარმატებული გუნდი შეექმნა, დაუყოვნებლივი მოქმედება იყო საჭირო.

მესი არ ტიროდა იმის გამო, რომ ის "ბარსელონაში" ვერ რჩებოდა. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი იყო. ამის მიზეზი იყო ციკლის დასრულება, ასევე ის, რომ ის და მისი ოჯახი ბარსელონაში ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი.

"ბარსელონას" გარკვეული ეკონომიკური და ორგანიზაციული შეზღუდვები ჰქონდა. ასე რომ, მესი "ბარსელონადან" წასვლის 3 მიზეზი არსებობდა:

  1. კლუბის სახელფასო ფონდი;
  2. ჩვენ მისთვის გადასახდელი ფული არ გვქონდა და ვაპირებდით, ნაწილ-ნაწილ გადაგვეხადა, რასაც ახლა "პარი სენ-ჟერმენი" აკეთებს. შეცდომა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ მესი ჩვენთან დარჩებოდა.
  3. და მესამე მიზეზი - საჭირო იყო ახალი გუნდის შექმნა და მესისთან ერთად ეს ვერ მოხდებოდა.








კომენტარები: