აზარს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა - გრანდი პრემიერ ლიგიდან

02 იანვარი 2022, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" მზადაა, ედენ აზარის ტრანსფერის საკითხზე წინადადებები განიხილოს და 30 წლის ფეხბურთელი გუნდიდან გაუშავს.

ცნობილი გამოცემის, El Nacional-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპმა "ლივერპულის" ხელმძღვანელობას სწორედ "სამეფო კლუბის" შემტევის, აზარის ტრანსფერი შეუკვეთა.

როგორც ჩანს, გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ ბელგიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ ძველი ფორმის დაბრუნება შეუძლია. 
აზარმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, Transfermarket-ზე დაყრდნობით, მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონს შეადგენს.


კომენტარები: