საინტერესო ფაქტი: მესი და რონალდუ ბარსას და იუვეს 2021 წლის საუკეთესო ბომბარდირებად დღემდე რჩებიან

28 დეკემბერი 2021, სამშაბათი


ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ ახალი საფეხბურთო ცხოვრება დაიწყეს. არგენტინელს ამ სეზონში "ბარსელონაში" არ უთამაშია, პორტუგალიელს კი მხოლოდ ნახევარი საათი აქვს "იუვენტუსში" გატარებული.

ამის მიუხედავად, არცერთ მათ ყოფილ თანაგუნდელს არ გაუტანია მეტი გოლი 2021 წელს, ვიდრე ლეოს და კრიშტიანუს. წელს მესის კატალონიელთა შემადგენლობაში 28 გოლი აქვს გატანილი.

ბოლოს მან იზეიმა "ლურჯ-ბროწეულისფრების" მაისურით 16 მაისს, როდესაც გოლი გაიტანა "სელტასთან" 1-2 წაგებისას. ამას მოჰყვა ამერიკის თასზე გამარჯვება, "პსჟ"-ში გადასვლა.

იქ არგენტინელს 16 მატჩში 6 გოლი აქვს, აქედან ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე. "ბარსაში" საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ანუტან გრიზმანი (15 გოლი) გახდა გუნდის მეორე ბომბარდირი 2021 წელს.

ის ასევე ზაფხულში წავიდა და მაისის შემდეგ გუნდში არ გაუტანია გოლი. გრიზმანის გარდა, მესის უწევს კლუბში მომდევნო ხუთი საუკეთესო ბომბარდირის შესრულების გაერთიანება:

დეპაიმ (8), დე იონგმა (7), დემბელემ (6), ბრაითვეიტმა და ანსუ ფატიმ (ორივეს 4-ით) ჯამში 29 გოლი გაიტანეს. მესის გარეშე "ბარსელონამ" 2021 წელი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და კოსმოსური 18 ქულით ჩამორჩა ლიდერ "რეალს".

სხვათაშორის, კატალონიელები კვლავ ყიდიან არგენტინელთან დაკავშირებულ საქონელს. როგორც As-ს წერს, "ბარსელონას" ოფიციალურ მაღაზიაში ლეოს ორიგინალური ავტოგრაფის მაისური 1170 ევროდ, ხოლო 643,5 ევროდ - ხელმოწერილი კაპიტნის სამკლაურის შეძენა შეგიძლიათ.

რონალდუმ წელს ტურინელების შემადგენლობაში 20 გოლი გაიტანა. ბოლო გოლი 15 მაისს - "ინტერთან" (3:2). აგვისტოში კრიშმა ახალი სეზონი გახსნა უდინეზესთან ნახევარსაათიანი თამაშით (2:2).

შემდეგ კი ის სასწრაფოდ გაემგზავრა "მანჩესტერ იუნაიტედში". ინგლისში პორტუგალიელებმა გატანა განაგრძეს - 19 თამაშში 13 გოლი (7 პრემიერ ლიგაში, 6 ჩემპიონთა ლიგაში).

რონალდუ წლის ბოლომდე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს. "იუვე" კრიშის გარეშე მეხუთეა სერია ა-ში,ლიდერ "ინტერს" 12 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მდევარს ბომბარდირთა რბოლაში?

მორატამ 2021 წელს 17 გოლი გაიტანა, კიეზამ 15 და დიბალამ 11, მაგრამ რონალდუმ კლუბში სხვებზე ოთხი თვით ნაკლები გაატარა. ასეთია პორტუგალიელის მონაგარი.

კომენტარები: