სუარესი: "ოქროს ბურთზე მესის კონკურენტი არ ჰყავს"

28 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ლუის სუარესს მიაჩნია, რომ 2021 წლის ოქროს ბურთი მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლეო მესიმ უნდა მოიგოს.

"ვფიქრობ, ლეო ოქროს ბურთს იმსახურებს, რადგან მას პერსონალურ დონეზე საოცარი წელი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონაში" მან მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც მოიპოვა.

მან მოიგო კოპა ამერიკა და გახდა ტურნირის როგორც საუკეთესო ბომბარდირი, ასევე საუკეთესო ასისტენტი.

ვფიქრობ, ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მესის კონკურენტი არ ჰყავს," - თქვა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად "პსჟ-ში" გაჭიანურებული ადაპტაციისა, 2021 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად სწორედ არგენტინელი განიხილება.

ლეოს მთავარ მოცილეებად რობერტ ლევანდოვსკი და ჟორჟინიო ითვლებიან.


კომენტარები: