დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს! - პოლიციას პირდაპირ უთხრა ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე მოკალითო" - ია მეტრეველის ემოციური ჩართვა

23 დეკემბერი 2021, ხუთშაბათი


დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს! - პოლიციას პირდაპირ უთხრა ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე მოკალითო" - ია მეტრეველის ემოციური ჩართვა


დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს..." - ეს ემოციური განცხადება გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ტელეკომპანია "აჭარის" გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" საუბრისას გააკეთა.

კერძოდ, გადაცემის წამყვანმა მას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ის განცხადება შეახსენა, რომელიც მან სასამართლოში მისი მმართველობის პერიოდში გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ "ეს იყო შეცდომები."

"დამიბრუნოს ჩემი შვილი და ვაპატიებ ყველაფერს... შეცდომები კი არა, გამოუსწორებელი დანაშაულები აქვს ჩადენილი... შეცდომა არის ის, რისი გამოსწორებაც შეიძლება. გამომისწოროს მაშინ შეცდომა და ნამდვილად ვაპატიებ ყველაფერს. შეცდომები კი არა დაუნდობელი და გამოუსწორებელი რამები აქვს მას [სააკაშვილს] ჩადენილი. სამწუხაროდ, კიდევ ვიმეორებ, ეს მარტო მე რომ მომსვლოდა, რომ ჩემ შვილს ვიღაც მანიაკი შეხვედროდა და მოეკლა კიდევ ვიტყოდი, რომ რაღაც მოხდა და ბედის გვქონია ეგეთი, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენი ბიჭი გაჟღლიტა მან ქუჩაში. მიზანმიმართულად ხოცავდა. 

მინდა გითხრათ, რომ მი პირველ რიგში ვაბრალებ ჩემს უბედურებას მიხეილ სააკაშვილს და იმ სხვა უბედურებებსაც იმიტომ, რომ პირდაპირ გასცა ბრძანება, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, პოლიციელებს მისცა ყველაფრის უფლება და უთხრა ხელი არ აგიკანკალდეთ ადგილზე ესროლეთ და მოკალითო. ამას მე ხომ არ ვიგონებ, ჩანაწერებია და დღეში 9-ჯერ ვხედავ და რა თქმა უნდა გადასარევად მახსოვს, რადგან ეს ტრაგედია პირველი მე შემეხო. რასაც ვამბობ მე პირადად მას ვაბრალებ, მან გასცა ეს ბრძანება და პოლიციას რაც ჰქონდა უფლება მიცემული, ნასვამ მდგომარეობაში რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ და ისროდნენ აქეთ-იქით და რამდენი ბიჭი გაანადგურეს და მოკლეს ასე," - განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები: