მკვლელები როგორ შეიძლება ისევ მთავრობაში მოვიდნენ? ეს მთავრობაც უნიათოები, ამათი ბრალია, რომ ესენი (ოპოზიცია)ასე არიან

06 ნოემბერი 2021, შაბათი


თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღოლმა,  მამა შალვა კეკელიამ  ქადაგების დროს შენდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები გაიხსენა: 

“მკვლელები როგორ შეიძლება ისევ მთავრობაში მოვიდნენ? ხომ ყველას გვახსოვს, 2012 წელს როგორ ამოისუნთქა ხალხმა, როგორი რეჟიმი იყო, როგორ კლავდნენ ხალხს, ქონებას როგორ ართმევდნენ. 

დათო უჯმაჯურიძის სული აცხონოს ღმერთმა, საოცარი კაცი, ვაკეში, შუადღის 2 საათზე მანქანიდან გადმოიყვანეს, ლიბერთი ბანკის წინ მანქანა დაუწვეს, იმიტომ რომ ერთ-ერთ პარტიას, მემარჯვენეებს აფინანსებდა. მანქანა დაუწვეს, აიყვანეს საგურამოს ტყეში, სცემეს, იარაღი თავზე დაადეს და გვერდით ტყვია ესროლეს. ასეთი რამდენი აქვთ გაკეთებული? და დღესაც როგორ გვემუქრებიან, როგორ ლაპარაკობენ… 

ვითმენ, ვითმენ, ვუყურებ ეკლესიის ასე ლანძღვას, ამ ყველაფრის ყოველდღე ასე განადგურებას, შენ თუ ქრისტიანი ხარ, ასეთი ადამიანები როგორ მოგწონს? 

ეს მთავრობაც?! უნიათოები, ამათიც არ ვიცი, რა ეშველება ამ ყველაფერს ერთად, ამათი ბრალია, რომ ესენი (ოპოზიცია)ასე არიან. 

შეიძლება ასე? უბრალოდ, ესენი ასეთი მკვლელები მაინც არ არიან, ეს არის განსხვავება, არ ვიცი რა გვეშველება, რაღაც უნდა მოხდეს, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს.” – განაცხადა მამა შალვამ. 

მამა შალვამ ჟურნალისტებსაც მიმართა: 

“ტელევიზიები კვირას არ ჩააგდებენ, ეკლესიაზე ცუდი არ თქვან, სუფთა კომუნისტები, თანამედროვე კომუნისტების ცხოვრების წესით ცხოვრებენ. 

ეს მოიტანა ამან, ადამიანები გააუკუღმართეს ამ ყველაფრისაგან… 

ეს ხალხი, ვინც ლანძღავდა და ამბობდა – ვინც აღდგომისთვის ეკლესიაში მივა, გამოკეტეთ, ჩახოცეთო – მერე ბათუმში გაიქცნენ გასართობად, ღამის კლუბები გადაივსო ხალხით და რომ დაიწყო სენი, აღარ გაჩერებულა დღევანდელ დღემდე. 

მოძღვარმა ონლაინთამაშებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველას, მთავრობასაც და ოპოზიციასაც საკუთარი მიზნები აქვს და ყველას გამდიდრება სურს: 

“რატომ არ იკვლევთ გამომძიებელი ჟურნალისტები, ვისია აზარტული თამაშები? ვისი ბიზნესებია? იმიტომ, რომ ამ ყველაფრით თქვენვე ფინანსდებით… 

ვის აინტერესებს ხალხი? თავიანთი მიზნები აქვთ, რომ გამდიდრდნენ, ყველა, ოპოზიციაც, მთავრობაც, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, არც ამ მთავრობას, არც იმ მთავრობას და არც არავის. ვინც ერის მტერია და არ ზრუნავს ქვეყანაზე, ვინც კანონს არ იღებს, რომ ონლაინთამაშები აიკრძალოს – ქვეყნის მტერი ხარ და ერის მტერი ხარ, შენი შვილები კვდებიან, ეს ყველას შვილს ეხება.” – თქვა მან.

კომენტარები: