კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაზარდა

22 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან ძა­ლა­ში შევა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბი­სას სა­ა­ბო­ნი­მენ­ტე ული­მი­ტო სის­ტე­მა. რო­გორც მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, აბო­ნი­მენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა მეტ­როს სა­ლა­რო­ებ­ში და ასე­ვე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ექ­სპრეს ფი­ლი­ა­ლებ­ში 5 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა.

"დღეს მინ­და სი­ახ­ლე მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შე­მოგ­ვაქვს სა­ა­ბო­ნი­მენ­ტე ული­მი­ტო სის­ტე­მა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ნერ­გე­ბა 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან და ძა­ლა­ში შევა, თუმ­ცა, 1-ელ თე­ბერ­ვლამ­დე, მეტ­როს, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი­სა და ავ­ტო­ბუ­სის მომ­ხმა­რებ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნონ აბო­ნი­მენ­ტე­ბი. 5 იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა აბო­ნი­მენ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა მეტ­როს სა­ლა­რო­ებ­ში და ასე­ვე, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ექ­სპრეს ფი­ლი­ა­ლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ. გვექ­ნე­ბა ული­მი­ტო 90- წუ­თი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ეღი­რე­ბა 1 ლარი. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ხში­რად არ მო­იხ­მარს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს და არ სჭირ­დე­ბა შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში ხან­გრძლივ ვა­დი­ა­ნი ბა­რა­თის შე­ძე­ნა, 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 ლა­რად შე­ეძ­ლე­ბათ მეტ­რო­თი, ავ­ტო­ბუ­სით და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით სარ­გებ­ლო­ბა. ამ ტრან­სპორ­ტს შო­რის გა­დაჯ­დო­მი­სას და­მა­ტე­ბით თან­ხას არ გა­და­იხ­დის 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ასე­ვე, შე­მოგ­ვაქვს ული­მი­ტო 1- დღი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ეღი­რე­ბა 3 ლარი. 1- დღი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­როს მხო­ლოდ 3 ლა­რად. იხ­დის 3 ლარს და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯე­რაც უნდა, შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, შე­ზღუ­დუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, შე­მოგ­ვაქვს ული­მი­ტო 1- კვი­რი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც ეღი­რე­ბა 20 ლარი. 1- კვი­რი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბა. ეს ბა­რა­თი ძი­რი­თა­დად გათ­ვლი­ლია ტუ­რის­ტებ­ზე, ვი­ნა­ი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე სხვა ტი­პის ბა­რა­თე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლიც შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას.

ასე­ვე, ული­მი­ტო 1- თვი­ა­ნი ბა­რა­თი ეღი­რე­ბა 40 ლარი. 1- თვი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით იმ­გზავ­როს მხო­ლოდ 40 ლა­რად, ეს ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ბა­რა­თი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან ჩვენ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებს დღე სა­შუ­ა­ლოდ 2 ტი­პის ტრან­სპორ­ტის გა­მოც­ვლა უწევთ, რაც მათ თვი­ურ და­ნა­ხარჯს 40-60 ლა­რით გან­სა­ზღვრავს“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, ასე­ვე იქ­ნე­ბა ული­მი­ტო 3- თვი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც 100 ლარი ეღი­რე­ბა.

"ასე­ვე გვაქვს ული­მი­ტო 6- თვი­ა­ნი ბა­რა­თი, რო­მე­ლიც 150 ლარი ეღი­რე­ბა, ეს ბა­რა­თი კი­დევ უფრო მა­ღალ ეკო­ნო­მი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრან­სპორ­ტის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. ასე­ვე გვაქვს 1- წლი­ა­ნი ბა­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც 250 ლარი ეღი­რე­ბა. 1- წლი­ა­ნი ბა­რა­თის მფლო­ბელს შე­ეძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ული­მი­ტოდ სარ­გებ­ლო­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კომენტარები: