ერთი ფუ­ლის ხამი, უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბი და მედ­რო­ვე ნა­ძი­რა­ლაა...“ - გაცოფებული გვარამია დუტას ბულინგს აგრძელებს

10 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გუ­შინ რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გლ­და­ნის მე-18, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რა­საც დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ქუ­ჩა­ში პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტად გა­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. 

თით­ქმის ყვე­ლა არხზე ამ დროს ქვეყ­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დი­ო­და, გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი", სა­დაც გა­და­ცე­მა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­დი­ო­და. შოუს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გახ­ლავთ დუტა სხირტლა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "რუს­თა­ვი 2"-ზე მუ­შა­ობ­და და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რად იც­ნობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. თუმ­ცა დუ­ტას "იმედ­ზე" გა­დას­ვლის შემ­დეგ არა­სო­დეს და­უ­ფიქ­სი­რე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თია რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სი­სად­მი. 

სწო­რედ დუტა სხირტლა­ძის ფაქ­ტო­რი გახ­და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას­თვის, რო­მელ­მაც შოუს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მისი მი­სა­მარ­თით არც თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 

"გა­ი­ცა­ნით, დუტა სხირტლა­ძე.2021 წლის 8 ნო­ემ­ბე­რი - "ტვ იმედ­ზე" მიჰ­ყავს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი". 

2007 წლის 8 ნო­ემ­ბე­რი - "რუს­თა­ვი 2"-ზე მიჰ­ყავ­და "ჯე­ოს­ტა­რი". 

ის იგი­ვეა, მა­რად და მა­რად..." - წერს გვა­რა­მია. 

ნიკა გვა­რა­მი­ას სტა­ტუს­ზე უც­ნობ­მა თუ ნაც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შო­უ­მე­ნის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი არ და­ი­შუ­რეს. მხო­ლოდ სამ­მა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა და­უ­ჭი­რა დუ­ტას მხა­რი. ესე­ნი არი­ან: ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი და მწე­რა­ლი ტო­რე­სა მოსი. 

ტო­რე­სა მოსი: 

"დუტა ჩემი მე­გო­ბა­რია, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გვაქვს. დუტა 20 წე­ლია ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი შო­უ­მე­ნია და სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მათ შო­რის, ვინც კი სცე­ნა­ზე მი­ნა­ხავს ოდეს­მე. სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ და­უ­ფა­სე­ბე­ლი მისი ნი­ჭის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა 2007 წლის 8 ნო­ემ­ბერს, სა­კუ­თარ საქ­მეს აკე­თებ­და, 2021 წლის 8 ნო­ემ­ბერ­საც სა­კუ­თარ საქ­მეს აკე­თებს და ვფიქ­რობ 2031 წელ­საც თა­ვის საქ­მეს გა­ა­კე­თებს და ეს ასეც უნდა იყოს. დუ­ტას არც მა­შინ მიჰ­ყავ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა, არც დღეს მიჰ­ყავს და არც 2031 წელს წა­იყ­ვანს. სა­კუ­თა­რი საქ­მის ერ­თგუ­ლე­ბა კი ღირ­სე­ბაა, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში სამ­წუ­ხა­როდ არც ისე ბევრ ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს. აქვე ჩემ გი­ნე­ბა­ზეც ხსნი­ლია, თუმ­ცა პრინ­ციპ­ში ყვე­ლა გი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩემი მე­გობ­რის მი­სა­მარ­თით და­ი­წე­რა, ბუ­ნებ­რი­ვად მეც მე­გი­ნა, თუმ­ცა ცხა­დია სა­ხე­ლო­ბით ჩემ­კე­ნაც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნაგ­რძოთ". 

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი: 

"გა­ვი­ცა­ნი და ვიც­ნობ დიდი ხა­ნია! იმ­დე­ნად კარ­გად, რომ ვიცი, რო­გორ უყ­ვარს ქვე­ყა­ნა, ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით. დუ­ტას ბუ­ლინ­გის­თვის რომ გცა­ლი­ათ ახლა, უკვე ძა­ლი­ან კარ­გად ხართ!" 

კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი: 

"დუტა ჩემი მე­გო­ბა­რია... ბევ­რს არ ვიც­ნობ, ვი­საც დუ­ტა­სა­ვით უყ­ვარს თა­ვის ქვე­ყა­ნა". 

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ნიკა გვა­მა­რი­ამ, ერთ-ერთ მე­გო­ბარს, კო­მენ­ტარ­ზე - "ბევ­რი მუ­შა­ობ­და სამ­თავ­რო­ბო არ­ხებ­ზე, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მებ­ში და დაკ­ვე­თებ­საც ას­რუ­ლებ­და წარ­მა­ტე­ბით, თუმ­ცა დღეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის წამ­ყვა­ნი სა­ხე­ე­ბი არი­ან …“ - უპა­სუ­ხა. 

"ან ნი­ჭი­ე­რი რა­ტოა, ან სამ­შობ­ლო­ზე გუ­ლან­თე­ბუ­ლო­ბა ცხოვ­რე­ბის რო­მელ ეპი­ზოდ­ში შე­ა­ტყვეთ? რე­ებს ბო­დავთ მარ­თლა?! ყალ­ბი და ფა­რი­სევ­ლუ­რი ყვე­ლა­ფე­რი სა­ძულ­ვე­ლია ამ დროს ერთი ფუ­ლის ხამი, უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბი და მედ­რო­ვე ნა­ძი­რა­ლაა...“ - წერს გვა­რა­მია.

კომენტარები: