"პსჟ-ს ჰქონდა ბევრი უპირატესობა მესის ინტერესის მოსაპოვებლად", - ლეონარდო

22 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


პარი სენ-ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდო არაუჟომ ლიონელ მესის "ბარსელონადან" თავის კლუბში განხორციელებული ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

"მართალია, ისეთივე მიღწევები არ გვაქვს, როგორც ზოგიერთ გუნდს, მაგრამ გვაქვს სტრუქტურა, ხარისხი და ორგანიზებულობა. ეს კი თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს.

ჩვენ გვაქვს რაღაც უნიკალური. არის კლუბები, რომლებიც საინვესტიციო ფონდების საკუთრებაშია და ეს არ არის კლუბის ნამდვილი მფლობელი. გადაწყვეტილება უფრო ნელა მიიღება.

ჩვენ ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს, რადგან გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სტრუქტურა. ეს გვეხმარება. ამის გარეშე მესი არ გვეყოლებოდა“, - ციტირებს ლეონარდო PSG Talk-ს.

კომენტარები: