მესი "ბარსელონაში" დაბრუნებას არ განიხილავს

22 ნოემბერი 2021, ორშაბათი


ლიონელ მესი "ბარსელონადან" სულ 3 თვის წასულია, თუმცა გულშემატკივრები უკვე იმაზე ფიქრობენ, თუ როდის დაუბრუნდება მათი საყვარელი ფეხბურთელი "კამპ ნოუს".

ქომაგებს იმედი ჩაუსახა "ბლაუგრანას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას განცხადებამაც, რომელმაც თქვა, რომ კლუბში მესისა და ანდრეს ინიესტას დაბრუნებას არ
გამორიცხავდა.

მიუხედავად ლაპორტას სიტყვებისა, SPORT წერს, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი "კამპ ნოუზე" გადმობარგებას არ განიხილავს.

წყაროს თანახმად, მესის მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის "პარი სენ ჟერმენთან" ერთად მოგებაა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

ცნობისთვის, 34 წლის ფეხბურთელმა გუშინ "ნანტის" კარი აიღო, რითაც ლიგა ერთში თავისი სადებიუტო გოლი მიითვალა.

კომენტარები: