იბრაჰიმოვიჩს ფრანგმა ჟურნალისტმა უპასუხა: "შენთან ერთად, პსჟ ლიგის 1/2 ფინალშიც კი არ გასულა"

04 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მის გარეშე არ გახდებოდა ის, რაც ეს კლუბი დღევანდელ დღეს არის.

შვედ თავდამსხმელს უპასუხა ჟურნალისტმა, ბრუნო სალომონმა, რომელმაც თავისი მოსაზრება დაასაბუთა შემდგენაირად - "დიახ, იბრაჰიმოვიჩი მრისხანე ძალა იყო.

მისი წასვლის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის თითქოს აღარავის ეშინოდა, თუმცა არსებობს ერთი საინტერესო დეტალი. ზლატანთან ერთად, ეს გუნდი არ გასულა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშიც კი.

ფინალზე ხომ საუბარი ზედმეტია. მასთან ერთად, პსჟ იყო მეოთხედფინალის გუნდი, წინსვლა კი უშუალოდ მისი წასვლის შემდეგ მოხდა", - განაცხადა ფრანგმა რეპორტიორმა.

შეგახსენებთ, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ 2020 წელს, რაც ამ კლუბის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა იყო. "ლურჯ-წითლებს" სეზონის გადამწყვეტ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" აჯობა.


კომენტარები: