ორ ნაწილად დაყოფილი გასახდელი და მბაპე - ნეიმარის გაფუჭებული ურთიერთობა - მესის გავლენა პსჟ-ზე

22 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


ლეო მესის „პსჟ-ში“ გადასვლამ გუნდში ატმოსფეროზე დიდი გავლენა იქონია.

L’Equipe-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტად მესის „პსჟ-ში“ გადასვლამ კილიან მბაპეს სამეგობრო წრე შეცვალა. ფრანგი 2017 წელს გუნდში გადასვლის შემდეგ ნეიმარს მალე დაუმეგობრდა, თუმცა ახლა მასთან გაცილებით იშვიათად კონტაქტობს, რადგან ბრაზილიელი ვარჯიშებზეც და ცალკეც დიდ დროს მესის კომპანიაში ატარებს.

ამავდროულად, მბაპეს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა „პსჟ-ს“ სხვა ახალწვეულთან, აშრაფ ჰაკიმისთან.

საბოლოო ჯამში, „პსჟ-ში“ შემადგენლობა ორ ნაწილად არის გაყოფილი: ფრანგულადმოლაპარაკეებზე და ესპანურად მოლაპარაკეებზე, რომელთა ჯგუფში სხვა ფეხბურთელებიც აღმოჩნდნენ, მაგალითად მარკო ვერატი და იულიან დრაქსლერი.

მესის გადმოსვლამდე, მბაპე მეორე ჯგუფის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა რომ მისთვის ფრანგული ენა - მშობლიურია. თუმცა, ბოლო დროს, რაც ნეიმარი მესის დაახლოვდა, ეს ბრაზილიელს ჩამოშორდა და პირველი ჯგუფისკენ გადაიხარა.


კომენტარები: