როგორ გამოეხმაურა ანჩელოტი "პსჟსთან" დაწყვილებას

19 დეკემბერი 2021, კვირა


როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრაზე მადრიდის "რეალის" მეტოქე "პარი სენ-ჟერმენი" აღმოჩნდა.

სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან კენჭისყრის შედეგები შეაფასა.

"ჩემპიონთა ლიგის წილისყრა სამწუხარო იყო, მაგრამ ჩვენ უკვე ვფიქრობთ ამაღელვებელ დაპირისპირებაზე.

პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, "ბლანკოსი" პარიზულ კლუბს 2022 წლის თებერვალსა და მარტში დაუპირისპირდება.

კომენტარები: