სერია ნომერი 2! ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ხელახალი კენჭისყრის შედეგები ცნობილია

13 დეკემბერი 2021, ორშაბათი


ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის ხელახალი კენჭისყრის შედეგები.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, 1/8 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

"ზალცბურგი" - "ბაიერნი" 
"სპორტინგი" - "მანჩესტერ სიტი"
"ბენფიკა" - "აიაქსი"
"ჩელსი" - "ლილი"
"ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
"ვილიარეალი" - "იუვენტუსი"
"ინტერი" - "ლივერპული"
"პსჟ" - "რეალი"
აღსანიშნავია, რომ პირველი მატჩები 15/16/22/23 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები კი 8/9/15/16 მარტს. 
მოგეხსენებათ, პირველ წილისყრაზე უეფას წარმომადგენლებმა რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, რის გამოც ღონისძიება ახლიდან გახდა ჩასატარებელი.


კომენტარები: