"გვარდიოლას სიტიდან წასვლა?", - პეპის აგენტის კომენტარი

18 აგვისტო 2020, სამშაბათი


"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას აგენტმა, ხოსეპ მარია ორობიტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა:

"გვარდიოლა მან სიტიში დარჩება - ეს 100%-იანი ინფორმაციაა. მისი ხილვა სხვა გუნდში, მათ შორის ბარსელონაში, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

კლუბის ხელმძღვანელობამ პეპს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, მათ შორის სამომავლო პერსპექტივაშიც", - განაცხადა კატალონიელმა.


გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელების" სპეციალისტი კლუბთან უახლოეს მომავალში კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

კომენტარები: