რონალდუ - ატლეტიკოს ღამის კოშმარი: პორტუგალიელის საოცარი სტატისტიკა მადრიდელებთან

14 დეკემბერი 2021, სამშაბათი


"ატლეტიკოსთან" თამაში ყოველთვის განსაკუთრებული შემთხვევაა "იუნაიტედის" ვარსკვლავისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელსაც წარმოუდგენელი რეკორდი აქვს დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ყველა მატჩი, რომელიც "ატლეტიკომ" წააგო 2014-2019 წლებში, იყო იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი თამაშობდა.

თავდამსხმელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც "რეალმა დაამარცხა "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის 2015 წლის მეოთხედფინალში და ნახევარფინალშიც ორი წლის შემდეგ.

რონალდუ "იუვენტუსში" 2018 წლის ზაფხულში გადავიდა და 1/8-ში "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. მას შემდეგ, რაც სიმეონეს გუნდმა მადრიდში პირველ თამაშში 2-0 მოიგო, რონალდუს ჰეთ-თრიკმა საპასუხო მატჩში უზრუნველყო იუვეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.

რონალდუს რეკორდი "როხიბლანკოსთან" მთელი კარიერის განმავლობაში უბრალოდ შთამბეჭდავია - ის სიმეონეს გუნდს 35-ჯერ დაუპირისპირდა და 25 გოლი გაიტანა. რონალდუმ კარიერაში ოთხი ჰეთ-თრიკი შეასრულა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.



კომენტარები: