რონალდუ თაღლითობის მსხვერპლია - პორტუგალიელი მახეში გაება

18 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


რონალდუ თაღლითობის მსხვერპლია - პორტუგალიელი მახეში გაება



გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა და პორტუგალიელის პირადი მონაცემებით ერთ-ერთმა ტურაგენტმა ისარგებლა.

წყაროს განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავი ერთ-ერთი ტურაგენტთან თანამშრომლობდა, თუმცა შემდეგ მან პორტუგალიელის საბანკო ანგარიშიდან 200 არარასებული მოგზაურების საფასური ჩამოაჭრა, სინამდვილეში კი რონალდუ ამ ადგილებში არ ყოფილა.

როგორც ცნობილი გახდა, რონალდუმ ტურაგენტს საკუთარი ბარათის მონაცემებიც გაანდო, რის გამოც 288,000 ევრო იზარალა.

სასამართლომ მას დაზარალებულისთვის, ანუ რონალდუსთვის თანხის სრულად დაბრუნება დააკისრა.


კომენტარები: