სიმეონე: "ამჟამამ ჩვენსა და ლა ლიგის ლიდერს შორის უდიდესი სხვაობაა, რეალის თამაში ძალიან მომწონს"

13 დეკემბერი 2021, ორშაბათი


მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, „რეალთან“ წაგებული მატჩი შეაფასა.

„საკუთარი სურვილის და სტილის გატანა -  ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია და „რეალი“ ახლა ამაში უბადლოდ გამოიყურება. როცა ისინი გოლს გიტანენ, თამაში იცვლება. მეორე ტაიმის დასაწყისში გარკვეული მომენტები გვქონდა, მაგრამ შემდეგ მათ შესანიშნავი მეორე გოლი გაგვიტანეს.

ამ თამაშს პორტუგალიაში მიღებული უდიდესი ფსიქოლოგიური დატვირთვის შემდეგ შევხვდით. „რეალი“ ბურთს ფლობდა, თუმცა დიდად მომენტები არ ჰქონია, თუმცა პირველი გოლის შემდეგ თამაში შეიცვალა.

ჩემპიონატი ხანგრძლივია, დღეს ჩვენსა და ლიდერს შორის სერიოზული სხვაობა იყო და ჯერჯერობით, უფრო იმათ უნდა დავაკვირდეთ, ვინც ცხრილში ჩვენთან ახლოს არის და მატჩიდან მატჩამდე ვიაროთ.

ამჟამად, „რეალი“ ძალიან ძლიერად გამოიყურება, ასეთი ფეხბურთი ძალიან მომწონს. ჩემპიონატში მათი სვლა შთამბეჭდავია.“ - აღნიშნა სიმეონემ

კომენტარები: