დავიდ დე ხეა: "ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და თავდაჯერებული ვარ"

13 დეკემბერი 2021, ორშაბათი


დავიდ დე ხეამ შოუ ისევ მოიპარა და ესპანელმა მეკარემ მორიგი ჯადოქრული პერფორმანსი შემოგვთავაზა, ამჯერად ქეროუ როუდზე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 3 ქულა მოიპოვა და "ნორვიჩი" დაამარცხა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი სწორედ დე ხეა დასახელდა.

"ეს გამარჯვება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ნორვიჩი ახალ მწვრთნელთან ერთად განვითარდა და ჩვენ უკეთ თამაში გვმართებდა. ბოლო 15 წუთში ბურთს ძალიან ადვილად ვკარგავდით.

თავს კარგად ვგრძნობდი და თამაშით სიამოვნებას ვიღებდი. ფოკუსირებული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ მომიწევდა რამდენიმე სეივის გაკეთება და გუნდის დახმარება. ყველა მოგერიება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდი იგებს.

ახლა ძალიან თავდაჯერებული ვარ და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ჩემი გამოცდილებით დავეხმარო", - განუცხადა დე ხეამ Sky Sports-ს.

კომენტარები: