დიდი ჩამორჩენით - რონალდუ მანჩესტერში თვის საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ დაასახელეს

03 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, გუნდში ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ინფორმაციას მანკუნიანური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, რონალდუმ პირველი ადგილი ხმების 57%-ით დაიკავა.

მეორე ადგილს ესპანელი გოლკიპერი დავიდ დე ხეა (14%) დასჯერდა, მესამეზე კი ტრავმიდან ახლახანს დაბრუნებული მარკუს რაშფორდი (13%) გავიდა.

პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის გუნდში დაბრუნების შემდეგ ეს უკვე მეორე მსგავსი აღიარებაა - ის „მანჩესტერის“ საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივრებმა სექტემბერშიც დაასახელეს.


კომენტარები: