პარადესი მესიზე: "ვფიქრობ, ახლა ლეო თავს ბევრად კარგად გრძნობს"

11 დეკემბერი 2021, შაბათი


არც თუ ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, ლიონელ მესი ფორმაში შედის - "ლა პულგა" "პარი სენ-ჟერმენის" ბოლო მატჩებში ბევრად პროდუქტიულია.

პარიზულ კლუბსა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მესის თანაგუნდელმა ლეანდრო პარადესმა ESPN-თან ინტერვიუში ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელზე ისაუბრა.

"მე, მესი და დიმარია ერთმანეთს ძალიან კარგად ვეწყობით. მესისთან ოჯახებთ ვმეგობრობთ და ჩვენი შვილები სკოლაში ერთად ივლიან.

ვფიქრობ, ახლა ლეო თავს ბევრად კარგად გრძნობს. პირველი თვეები რთული იყო, მაგრამ სიტუაცია ახლა უკეთაა. ვიმედოვნებ, რომ ასე გააგრძელებს.

ჩემი აზრით, მესის ბურთთან მუდმივი კონტაქტი სჭირდება. თუ ამის შესაძლებლობა ეძლევა, რიტმზე გავლენას ახდენს. თუ მესი თამაშში თავს კარგად გრძნობს, ჩვენთვის ყველაფერი ბევრად მარტივი ხდება.

კომენტარები: