"ახლაც არ მჯერა, რომ მესის გვერდით ვთამაშობ", - პარედესი

10 დეკემბერი 2021, პარასკევი


პარი სენ-ჟერმენის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა ლიონელ მესის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. არგენტინელი ჩამშლელი დადებით ემოციებს ვერ თოკავს.

"მე ვაფასებ ყველა იმ მომენტს, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს გატარებული, იქნება ეს ეროვნული ნაკრები თუ პარიზული კლუბი. გასახდელში, ყოველდღე ვარჯიშზე, ძალიან ვხალისობთ მოედანზე და მის გარეთ.

ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მე ყოველი წამით 100%-ით ვტკბები", - თქვა ლეანდრო პარედესმა. პარედესი და მესი დამეგობრდნენ ბევრად ადრე, სანამ ლეო "პსჟ"-სთან კონტრაქტს გააფორმებდა.

ისინი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში არგენტინის ნაკრებშიც თანაგუნდელები არიან. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, მესი თავის კარიერაში ოქროს ბურთს მეშვიდედ დაეუფლა.


კომენტარები: