ისტორია დაწერილია, 6-დან 6! ლივერპულმა სან სიროზე გადახალისებული შემადგენლობით მოიგო და მილანი ჯგუფში ჩატოვა

08 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „მილანს“ მოუგო და ჯგუფში ჩატოვა.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში 29-ე წუთზე ტომორიმ გახსნა და „მილანს“ ჯგუფიდან გასვლის იმედები გაუცოცხლა, თუმცა 36-ზე მო სალაჰმა წონასწორობა აღადგინა, 55-ზე კი დივოკ ორიჯიმ თავისი გოლი შეაგდო და „მილანის“ ევროასპარეზზე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახადა.

„ლივერპულმა“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა ჯგუფის 100%-იანი შედეგით დასრულება და 18 ქულით პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა, „მილანი“ კი 4 ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა და მისთვის ევროტურნირები ამ სეზონში დასრულებულია.


კომენტარები: