ბენზემას დაბრუნების თარიღი ცნობილია - რამდენს იუქმებს ფრანგი შემტევი

07 დეკემბერი 2021, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" შემტევმა, კარიმ ბენზემამ "სოსიედადთან" გამართულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო.

ცნობილი გამოცემის, Goal.com-ის ინფორმაციით, ფრანგი მოთამაშე ერთ კვირას გამოტოვებს, მას გამოკვლევა დღეს ჩაუტარდა და სერიოზული პრობლემა არ დაუდასტურდა.

ბენზემა "ინტერთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს და ასევე ეჭვქვეშ დგას მისი მადრიდულ დერბიში ხილვა, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება.

„სოსიედადთან" მატჩში ბენზემამ მოედანი მე-17 წუთზე დატოვა, მის ნაცვლად გამოსულმა ლუკა იოვიჩმა კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

კომენტარები: