ვინისიუსი: "მინდა, რომ ბენზემას ოქროს ბურთის მოგებაში დავეხმარო"

04 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


მადრიდის "რეალის" შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა დონეცკის "შახტართან" გამარჯვების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
""სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში დიდ სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებს. ჩვენი გუნდისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ ასე გავაგრძელოთ.
კითხვაზე, თუ რატომ გაუჭირდათ მადრიდელებს ამ თამაშის მოგება შემდეგი პასუხი გასცა.
"ნამდვილად რთული შეხვედრა იყო, "შახტარი" მებრძოლი გუნდია, თუმცა, რაც მთავარია მოვიგეთ. ახლა ჩვენ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობთ.
ბრაზილიელს ასევე კარიმ ბენზემას დაბრუნებაზე და მის 2 გოლზე ჰკითხეს.
"ბენზემა ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და მსურს, როგორც პიჩიჩის, ისე ოქროს ბურთის მოგებაშიც დავეხმარო" - განაცხადა "ბლანკოსის" გარემარბმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა გუშინ "შახტარის წინააღმდეგ კარიმის დუბლით მოიგეს და ორივე საგოლე პასი ვინიმ მიითვალა.


კომენტარები: