რანგნიკი: "ამის გამო, კრიშტიანუ რონალდუს წინაშე ქედს ვიხრი"

06 დეკემბერი 2021, ორშაბათი


კრიშტიანუ რონალდუს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ საუკეთესო პერფორმანსი არ ჰქონია, თუმცა რალფ რანკინგს თავი მაინც მოაწონა.

გერმანელმა სპეციალისტმა 36 წლის პორტუგალიელის შრომისმოყვარეობა მოიწონა და განაცხადა, რომ ის უბურთოდ ბევრს მუშაობს.

"კრიშტიანუ რონალდუს შესახებ უნდა ვთქვა, რომ ის უბურთოდ ძალიან ბევრს შრომობს, ქედს ვიხრი მის წინაშე", - განაცხადა მატჩის შემდეგ რალფმა.

ქომაგებისთვისაც მარტივად შესამჩნევი იყო, რომ რონალდუ მეტოქეს მუდამ აპრესინგებდა და სირბილს ნამდვილად არ უკადრისობდა.

კომენტარები: