"ჯერარდი და ლამპარდი პრემიერ ლიგის დონის მწვრთნელები არ არიან", - კრისტალ პალასის ყოფილი პრეზიდენტი

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


"კრისტალ პალასის" ყოფილმა პრეზიდენტმა, საიმონ ჯორდანმა განაცხადა, რომ სტივენ ჯერარდმა "ასტონ ვილაში" მოწვევა მხოლოდ თავისი ხმამაღალი სახელის გამო მიიღო.

"არ ვთვლი, რომ ჯერარდი ასტონ ვილასთვის შესაფერისი კანდიდატია. ის და ლამპარდი სამსახურს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთში მათ ხმამაღალი სახელი აქვთ.

სამწვრთნელო თვალსაზრისით კი სტივენისა და ფრენკის მუშაობის ხარისხი ბევრ კითხვას იწვევს. მიმაჩნია, ისინი პრემიერ ლიგის დონის სპეციალისტები არ არიან".

შეგახსენებთ, რომ ბირმინგემში გადმოსვლამდე, ინგლისელმა დამრიგებელმა "გლაზგო რეინჯერსს" მოაგებინა შოტლანდიის ჩემპიონობა, თანაც დაუმარცხებლად.


კომენტარები: