"ბარსელონაში დარჩენით, მესი ოქროს ბურთს ვერ მოიგებდა", - ლუჩესკუ

04 დეკემბერი 2021, შაბათი


კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთის მიღებაში ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმენში"-ში გადასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

"ალბათ, ამან თავისი წვლილი შეიტანა, რადგან დღევანდელი ფეხბურთი არის ბიზნესი, რომელიც ფულის კეთებაზეა გადასული. მესი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს ვერ მოიგებდა.

ფრანგების დიდი შეცდომა ის იყო, რომ ლევანდოვსკის ოქროს ბურთის გასულ წელს არ მისცეს. 2021 წელს კი შეეძლოთ მიცემა როგორც მესისთვის, ისე ლევანდოვსკისთვისაც.

ძალიან მომწონს პოლონელი თავდამსხმელი, ის გამორჩეული ფეხბურთელია. მან ოქროს ბურთი დაიმსახურა. იოლი არ არის ათობით გოლის გატანა სეზონიდან სეზონში, როგორც ეს რონალდუს შემთხვევაშია.

მან წაგებაც ღირსეულად მიიღო", - ციტირებს უკრაინული Tribuna.com ლუჩესკუს სიტყვებს. შეგახსენებთ, მესიმ ოქროს ბურთი თავის კარიერაში მეშვიდედ მოიგო.


კომენტარები: