"ისინი არ იყიდებიან", - ხავიმ ბარსელონას ორი ხელშეუხებელი ფეხბურთელი დაასახელა

28 ნოემბერი 2021, კვირა


"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ კატალონიელთა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

"დე იონგი და გავი გვჭირდება. ისინი საერთოდ არ იყიდებიან. მათ გასხვისებას არ ვაპირებთ".

"რიკი პუჩი - ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი. მასზე იმედებს ვამყარებთ", - ციტირებს 41 წლის ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, ხავი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებლის თანამდებობაზე 6 ნოემბერს დაინიშნა.


კომენტარები: