ხავიმ მკაცრი შინაგანაწესი შემოიღო - ჯარიმები და აკრძალვები

10 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


9 ნოემბერს, "ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა ხავიმ პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ვიცე-პრეზიდენტი რაფა იუსტე, საფეხბურთო დირექტორი მატეუ ალემანი და საერთაშორისო საკითხებში დირექტორი იორდი კრუიფი დაესწრენ. ამ კვირაში გუნდი სამ ვარჯიშს გამართავს, უქმეებზე კი დაისვენებს.

ხავიმ ახალი წესები შემოიღო
ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე საათნახევრით ადრე უნდა გამოცხადდეს, რათა ისაუზმონ, მოემზადონ და ინდივიდუალური სამუშაო შეასრულონ. სამწვრთნელო შტაბის წევრები ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე ორი საათით ადრე უნდა მივიდნენ.

ფეხბურთელები ბაზაზე დიეტოლოგების მეთვალყურეობით უნდა გამოიკვებონ. ეს ტრავმების ალბათობას შეამცირებს. აგრეთვე ხავიმ მოთამაშეთა

დაჯარიმების სისტემა განაახლა, რომელიც გუნდიდან ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ არ მოქმედებდა. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმების ოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება.

ფეხბურთელებს მატჩამდე 48 საათით ადრე გვიანობამდე სახლს გარეთ ყოფნა აეკრძალათ, რათა სათამაშოდ ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ. მათ თავისუფალ დროს ქალაქგარეთ გასვლისათვის სამწვრთნელო შტაბის თანხმობა სჭირდებათ. აკრძალულია სარისკო გართობა - სერფინგი და ელექტროველოსიპედით გადაადგილება. ეს კონტრაქტით გათვლისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევაა.

ასევე ფეხბურთელები ვალდებული არიან საკუთარ იმიჯზე იზრუნონ და სამაგალითონი იყვნენ.

კომენტარები: