დი მარია: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს"

28 ნოემბერი 2021, კვირა


"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ პარიზელთა შემტევ ტრიოზე ისაუბრა - ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე.

"პასუხის გაცემა ადვილი არ არის. როცა სამი ასეთი ფეხბურთელი გყავს, პირველი ვარიანტი მათი შემადგენლობაში დაყენებაა, რადგან მოედანზე საუკეთესონი არიან".

"ისეთები არიან, როგორებიც არიან და მოიგეს ის, რაც მოიგეს. ეს ანიჭებს მათ ამ სტატუსს. მაგრამ ლეო დანარჩენებისგან განსხვავდება. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს".

"რაც შემეხება მე, ყოველთვის 100 პროცენტით დახარჯვას ვცდილობ, რათა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავიმსახურო".

"მესმის, ჩემთვის ადვილი არ არის ისეთი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა, რომლებიც ჩემს პოზიციაზე თამაშობენ".

"მაგრამ ამ მიზეზით, ვცდილობ, მოედანზე სხვა ვარიანტები ვიპოვო. მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს, მე კი მისთვის დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზებას ვცდილობ", - ციტირებს დი მარიას სიტყვებს RMC Sport.


კომენტარები: