"მესი ბარსელონას ფინანსურ დარტყმას აყენებს", - რივალდო

27 აგვისტო 2020, ხუთშაბათი


"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა, რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ ლიონელ მესის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

"იმ შემთხვევაში, თუ მესი ბარსელონადან წავა უფასოდ, ეს იქნება უდიდესი დარტყმა კლუბისთვის, ფინანსური თვალსაზრისით.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისში ბლაუგრანა მთელი ძალებით ცდილობს თანხის გამომუშავებას, მისი უფასოდ გაშვება კი უდიდესი დანაკარგი იქნება.

ლეოსა და კატალონიელების გარშემო მომხდარი სიტუაციის გათვალისწინებით, ხვდები, რომ რეალმა რონალდუ საკმაოდ მისაღებ ფასად გაყიდა".


კომენტარები: