პსჟ სატრანსფერო პოლიტიკას ცვლის - მეტი ფრანგი გუნდში

22 აგვისტო 2020, შაბათი


L’Equipe-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასა და იდეოლოგიის კარდინალურად შეცვლას აპირებს.

"პსჟ" აქცენტს გააკეთებს კლუბის აღზრდილებზე, სატრანსფერო ბიუჯეტის ძირითად ნაწილს კი მხოლოდ ფრანგ ფეხბურთელებზე დახარჯავს.

იგივე წყაროს მტკიცებით, "პარიზის" პირველი სამიზნე იქნება მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველი, ბენჟამინ პავარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ვინგბექის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შადგენს

კომენტარები: