"დამარცხდა გუნდი, რომელიც იყო საუკეთესო", - მაგუაირი სევილიასთან წაგების შემდეგ

17 აგვისტო 2020, ორშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ჰარი მაგუაირმა "სევილიასთან" შეხვედრაში მარცხის მიზეზების სსახებ ისაუბრა:

"დაცარიელებულები ვართ, რადგან შევქმენით უამრავი მომენტი და მაინც დავმარცხდით. გამოვარდა გუნდი, რომელიც იყო საუკეთესო.

სევილიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ თამაშის მხრივ მათ ვაჯობეთ",- განაცხადა ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა.

შეგახსენებთ, "წითელი ეშმაკები" ანდალუსიელებთან 1:2 დამარცხდნენ და შედეგად, ევროპა ლიგის ფინალშიც ვერ გავიდნენ.

კომენტარები: