'თქვენი ნაგავი ფული საკმარისი არ არის' - ული ჰიონესმა სიტის და პსჟ-ს შეუტია

13 ნოემბერი 2021, შაბათი


მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მანჩესტერ სიტი და პარი სენ-ჟერმენი გააკრიტიკა. როგორც ლეგენდარულმა გერმანელმა თქვა, მათ არაფერი მოუგიათ და მხოლოდ ფული წარმატებისთვის საკმარისი არაა.

"არ ვიცი, ნასერ ალ-ხელაიფის უყვარს თუ არა ფეხბურთი. რა განსხვავება ჩვენს შორის? მე ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ ფული მეშოვნა, მას კი ყველაფერი საჩუქრად ერგო. აქამდე პსჟ-სა და მანჩესტერ სიტის არაფერი მოუგიათ - ვგულისხმობ საერთაშორისო ტიტულებს, საერთოდ არაფერი. ისინი ჩვენთან ისევ დამარცხდებიან. როცა მათ ვამარცხებთ, ეს ძალიან მაბედნიერებს. მათი ნაგავი ფული საკმარისი არ არის", - თქვა 11 Leben-ის პოდკასტში ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან დამარცხდა (შინ 2:3, სტუმრად 1:0), მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ გერმანულ გიგანტს ორივე შეხვედრაში ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა.




კომენტარები: