3 მიზეზი, რის გამოც "ბარსელონას" მესის გაშვება მოუხდა

19 ნოემბერი 2021, პარასკევი


ლიონელ მესიმ "ბარსელონა" აგვისტოში, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვა. "ბლაუგრანას" მთავარმა გარანტორს, ხოსე ელიასს თუ ვენდობით, ეს 3 ფაქტის გამო მოხდა.

ელიასის არგუმენტები შემდეგნაირია:

"პირველი არის კლუბის სახელფასო განაკვეთის ორგანიზება: მათ მოუწიათ ხელფასების ისე შემცირება, რომ ბევრისთვის ეს გაუგებარი დარჩა.

მეორე ფაქტი ისაა, რომ ლეოსთვის გადასახდელი ფული არ გვქონდა. მესის ანაზღაურება ჩვენ სამომავლოდ უნდა გადაგვენაწილებინა, დაახლოებით ისე, როგორც ამას პარიზში აკეთებენ. თავის მოტყუება იქნებოდა, თუ ვიფიქრებდით, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა.

და მესამე: ჩვენ ახალი გუნდი უნდა შეგვექმნა, ახალი ენთუზიაზმით, მესისთან ერთად კი ამას ვერ მოვახერხებდით."


ცნობისთბის, პატივცემული ხოსე ერთ-ერთი ბიზნესმენია, რომელიც ჟოან ლაპორტას გარანტად დაუდგა. რომ არა ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ლაპორტა "ბლაუგრანას" პრეზიდენტის პოსტს ვერ დაიბრუნებდა, ამიტომ ელიასის სიტყვები საკმაოდ სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ.

რაც შეეხება მესის, "ბარსადან" გაშვებიდან ერთ კვირაში მან "პარი სენ ჟერმენთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

არგენტინელმა "პსჟ-ს" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თავი უკვე 3 გოლით გამოიჩინა, მაგრამ ლიგა ერთში მას ჯერ არ გაუტანია.


კომენტარები: