გიული ალასანია მძიმე განცხადებას აკეთებს: "სანდრა წასულია, ბავშვები კი"

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


გიული ალასანია მძიმე განცხადებას აკეთებს: "სანდრა წასულია, ბავშვები კი"



უკვე 23-ე დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მისი დაპატიმრების შემდეგ გატარებულ დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ მისთვის შვილის გისოსებში ყურება საკმაოდ რთულია.

როგორც გიული ალასანია ერთ-ერთ გადაცემაში ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის შვილების მდგომარეობაც არ არის კარგი. ამ დროისთვის გიული ალასანიას ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად უწევს ცხოვრება.

„სანდრა წასულია… არავინ არ არის კარგად. არ იმჩნევს, მაგრამ მე ხომ ვატყობ, რომ მუდმივად ღელავს ადამიანი, არ გვაქვს ნორმალური მდგომარეობა

როდესაც გავიგე, რომ მიშა წამოსვლას აპირებდა, მე ვუთხარი, რომ მეც წამოვალ და იქნებ ერთად ჩამოვიდეთ-თქო. შემდეგ უცბად დაიდო ეს ბილეთი. ლაპარაკი იმაზე, რა გზით აპირებდა წამოსვლას, არასდროს გვქონია“,- ამბობს გიული ალასანია


კომენტარები: