საქართველოსთან წაგების შემდეგ კოსოვოელთა მწვრთნელი გადააყენეს

13 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოსთან 1:2 წაგების შემდეგ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მწვრთნელთან, ბერნარ შალანდთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ფედერაციის პრეზიდენტმა აგიმ ადემიმ პრესკონფერენციაზე შალანდს ერთა ლიგის რიგ მატჩებში გამარჯვებებისათვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს.

70 წლის შაალანდმა განაცხადა, რომ კოსოვოში მუშაობით კმაყოფილი დარჩა და ყველასი მადლობელია.

შვეიცარიელი შაალანდი კოსოვოს ნაკრებს 2018 წელს ჩაუდგა სათავეში და გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

კოსოვოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში უკანასკნელ ადგილზეა.

კომენტარები: