"ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მერე კი ლა ლიგამ უარი თქვა" - ლაპორტა მესის საგაზე

24 ოქტომბერი 2021, კვირა


"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ლიონელ მესის "კამპ ნოუდან" აბარგების დეტალები.

"სახელფასო განაკვეთმა მესისთან მანევრირების საშუალება არ დაგვიტოვა.

როცა დავინახეთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ლა ლიგასთან შეთანხმებაზე ხელმოწერა იყო, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

მესის გარემოცვის მჯერა. ისინი ამბობენ, რომ "პსჟ-სთან" შეთანხმებული არაფერი ჰქონდათ და ლეო მხოლოდ "ბარსაში" დარჩენაზე ფიქრობდა.

როდესაც ვამბობდი, რომ ლეოს კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი ადეკვატურად პროგრესირებდა, არ ვიტყუებოდი. ხელშეკრულება შედგენილი გვქონდა და ერთმანეთს ხელიც ჩამოვართვით. მერე კი ლა ლიგამ უარი თქვა," - თქვა ჟოანმა "ბლაუგრანას" წევრთა ასამბლეაზე.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" მესისთან თანამშრომლობის დასრულება ამა წლის 5 აგვისტოს გამოაცხადეს. აქედან რამდენიმე დღეში ოფიციალურად დადასტურდა, რომ არგენტინელი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებდა.
ლეოს პარიზული კლუბის მაისურით უკვე 6 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია.


კომენტარები: