პერესი: "ის, რასაც ახლა მთავრობისგან დაფინანსებული კლუბები აკეთებენ, სიგიჟეა"

17 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ისეთი კლუბების პოლიტიკაზე ისაუბრა, როგორებიც "პსჟ", "მანჩესტერ სიტი" და "ნიუკასლი" არიან.

"კონტრაქტების პირობები უნდა შევასრულოთ და კლუბში კარგი, საუკეთესო ფეხბურთელების მოწვევას ვცდილობთ. მაგრამ მათ უნდა გადაუხადო".

"ახლა მოთამაშეში 200 მილიონს იხდი, მაგრამ მის გაყიდვაზე უარს ამბობენ. კონტრაქტის ამოწურვა ურჩევნიათ. ის, რასაც ახლა მთავრობისგან დაფინანსებული კლუბები აკეთებენ, სიგიჟეა. უბრალოდ არ ყიდიან ფეხბურთელებს".

"ამას ვებრძვი, რადგან კლუბის მართვაა მთავარი. ეს გარედან შემოსულ ფულზე მნიშვნელოვანია. დადგება მომენტი, როცა სახელმწიფოების მფლობელობაში ევროპის 30 საუკეთესო კლუბი იქნება. ეს ევროპული საზოგადოების პრინციპებს ეწინააღმდეგება".

"იმისათვის მოვედი, რათა ამას ვებრძოლო. კლუბში მოსვლის დღიდან ამას ვებრძვი", - ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ზაფხულში "რეალი" "პსჟ"-დან კილიან მბაპეს გადაბირებას ცდილობდა და მასში დაახლოებით 220 მილიონს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო. ზაფხულში ფრანგი სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტი ხდება.



კომენტარები: