პოგბა - ახლა, ან არასდროს!

14 ნოემბერი 2021, კვირა


პოლ პოგბა ტრავმირებულია. ფრანგმა მოთამაშემ საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე უხერხულ სიტუაციაში მიიღო დაზიანება და სამკურნალო კურსის გავლას საჭიროებს...

ესპანური და ბრიტანული გამოცემები კი იუწყებიან, რომ პოლი ამ დროს სატრანსფერო მოლაპარაკებებსაც დაუთმობს. ნახევარმცველს გადაწყვეტილი აქვს პრემიერლიგის დატოვება და ნომერ პირველი არჩევანი „რეალია“. დიახ ფლორენტინო პერესზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ან ახლა, ან არასდროს, სწორედ ეს არის მიდგომა, რომელიც პოგბამ აირჩია.

„ბლანკოსის“ გარდა ფეხბურთელის დამატებაზე „პსჟ“ და „იუვენტუსიც“ ფიქრობენ, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოწინავე პოზიცია „ბლანკოსს“ აქვს.

„მარკას“ ცნობით, 2022 წლის იანვარში პოლთან შეხვედრა იგეგმება, რომელსაც ორგანიზებას მინო რაიოლა გაუწევს.

კომენტარები: