'ხუთი წელი გიჟივით ვიბრძოლე' - დანი ალვეში ბარსაში დაბრუნებაზე

14 ნოემბერი 2021, კვირა


ბარსელონაში დაბრუნებულმა ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა ემოციები მედიას გაუზიარა. 38 წლის ფეხბურთელი კატალონიური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის პირველი შენაძენია.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ჩავი და ალვეში ბარსას ღირსებას ერთად იცავდნენ.

"თითქმის ხუთი წელიწადი გიჟივით ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. არ მეგონა, თუკი ასეთი ძნელი იქნებოდა დაბრუნება და ამდენ დროს წაიღებდა, მაგრამ ჩემმა გულმა და სულმა იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა. შინ ვბრუნდები, საიდანაც არასდროს წავსულვარ. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს სიზმარი, მაგრამ დაე, ის სამუდამო იყოს. 

ჩემთვის ყველაზე ლამაზ ადგილზე სულ მალე შევხვდებით. ისეთივე ენთუზიაზმი მექნება, როგორიც ეს პირველ ჯერზე მქონდა. ისევ მენდომება დავეხმარო კლუბს, გახდეს მსოფლიოში საუკეთესო. შინ ვბრუნდები!” - დაწერა ალვეშმა სოციალურ ქსელში. 



დანი ალვეშმა ბარსელონასთან კონტრაქტი 12 ნოემბერს გააფორმა, მომავალი კვირიდან კი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს, თუმცა ოფიციალურ მატჩებში თამაშს მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან შეძლებს. 


კომენტარები: