“11 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ..”- რონალდუს შესანიშნავი ისტორია

30 ოქტომბერი 2021, შაბათი


The Players Tribune-თან კრიშტიანუ რონალდუმ ბავშვობის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიას 11 წლის ასაკში შეუერთდა.

"მე თითქმის ყოველდღე ვტიროდი. ისევ პორტუგალიაში ვიყავი, თუმცა ეს ახალ ქვეყანაში გადასვლას გავდა. აქცენტის გამო, თითქოს სულ სხვა ენას ვუსმენდი. კულტურა განსხვავებული იყო, არავის ვიცნობდი და სულ მარტო ვიყავი. ჩემ ოჯახს არ შეეძლო სანახავად ყოველთვიურად ჩამოსვლა. ისინი ძალიან მაკლდნენ და ეს მუდმივი ტკივილი იყო.

თუმცა, ფეხბურთის გამო ვაგრძელებდი მუშაობას. ვიცოდი, რომ მოედანზე ისეთი რაღაცის გაკეთება შემეძლო, რასაც სხვა ბავშვები ვერ შეძლებდნენ. მახსოვს, როდესაც ერთმა ბავშვმა მეორეს უთხრა, ის ნამდვილი ცხოველია.

ეს მუდამ მესმოდა, მათ შორის მწვრთნელებისგან. თუმცა, შემდეგ ვიღაცამ თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, ეს ბიჭი ძალიან პატარაა
სიმართლეა, მე გამხდარი ვიყავი და კუნთები არ მქონდა. 11 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ტალანტის მიუხედავად, ყველა სხვაზე უფრო მეტად უნდა მეშრომა. უნდა შემეწყვიტა ბავშვივით თამაში და ქცევა, უნდა მევარჯშა ისე, როგორც მსოფლიოში საუკეთესოს.
არ ვიცი ეს გრძნობა საიდან მოვიდა. ეს შიმშილის მსგავსია, რომელიც არასდროს მთავრდება. როდესაც მარცხდები, უფრო გშივდება. როდესაც იგებ, ისევ გშია, თუმცა თითქოს ნამცეცი მიირთვი. ამის ახსნა მხოლოდ ასე შემიძლია.

მე ფიზიკურად გავიზარდე და უფრო სწრაფიც გავხდი. მოედანზე შევდიოდი და ხალხი, რომელიც გამხდარს მეძახდა, გაკვირვებული მიყურებდა.
როდესაც 15 წლის ვიყავი, თანაგუნდელებს მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ ერთ დღეს მსოფლიოში საუკეთესო გავხდებოდი, ისინი დამცინოდნენ. იმ დროს, სპორტინგის პირველ გუნდშიც არ ვიყავი, თუმცა რწმენა მქონდა", - განაცხადა პორტუგალიელმა.


კომენტარები: