უცნაური ფაქტი: წაგების მიუხედავად, ამ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ ბაიერნზე დიდი თანხა გამოიმუშავა

25 აგვისტო 2020, სამშაბათი


„პსჟ“ ევროპის საუკეთესო გუნდი ვერ გახდა, მაგრამ ფინანსურად ყველაზე დიდი სარგებელი ნახა.

ფრანგულმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა და მიუნხენის „ბაიერნთან“, 1:0 დამარცხდა. გუნდის ექს-შემტევმა, კინგსლი კომანმა, 59-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გერმანულ გუნდს თასი მეექვსედ მოაგებინა.

მიუხედავად ამისა, შვეიცარიული Ramble-ს ინფორმაციით, პარიზული გრანდი ამ ჩემპიონთა ლიგიდან ყველაზე დიდ თანხას გამოიმუშვებს. კერძოდ, „პსჟ-ს“ შემოსავალი 119.7 მილიონი ფუნტი იქნება, „ბაიერნი“ კი 117.3 მილიონს გამოიმუშავებს.

მესამე ადგილზე მეოთხედფინალისტი „ბარსელონა“ გადის, 104 მილიონი ფუნტ სტერლინგით, მეოთხეზე კი „მანჩესტერ სიტი“ – 89.4 მილიონი ფუნტ სტერლინგი.

„პსჟ-ს“ შემოსავალი „ბაიერნისას“ იმიტომ აღემატება, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, ტელე-ტრანსლაციების გაყიდვის შემოსავალი განსხვავებულია. სწორედ ამან განაპირობა გუნდებს შორის არსებული სხვაობა.

ტელე-ტრანსლაციები რომ გამოვაკლოთ, უშუალოდ ტურნირის მოგებისთვის „ბაიერნი“ 62.3 მილიონი ფუნტით გამდიდრდება, „პსჟ“ კი - 56.9.

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების გუნდების მიერ გამომუშავებული თანხები ამ ჩემპიონთა ლიგაზე:

უცნაური ფაქტი: წაგების მიუხედავად, ამ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ ბაიერნზე დიდი თანხა გამოიმუშავა

კომენტარები: