„უეფას" ვიცეპრეზიდენტი: „ვშიშობ, ოქროს ბურთს მესი მოიგებს"

28 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


პოლონეთის ფეხბურთელის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა და „უეფას" ვიცეპრეზიდენტმა, ზბიგნიევ ბონიეკმა, ოქროს ბურთის პოტენციურ გამარჯვებულზე თავისი პოზიცია დააფიქსირა.

„აფრიკიდან და ამერიკიდან ხმას აძლევენ, სადაც მხოლოდ რონალდოსა და მესის შესახებ იციან. ვშიშობ, რომ ოქროს ბურთს სწორედ მესი დაეუფლება, რომელმაც კოპა ამერიკა მოიგო.

ვფიქრობ, მხოლოდ 3 მოთამაშე იმსახურებს ამ პრიზს: ჟორჟინიო, ლევანდოვსკი და მესი. მჯერა, რომ საუკეთესო რობერტია. პრიზიც იმას უნდა გადაეცეს, ვინც რამე მნიშვნელოვანი მოიგო გუნდთან ერთად. 

ყველამ ვიცით, რომ მესი ამ სამყაროში არ მოისაზრება, მაგრამ ჟორჟინიომ ყველაფერი მოიგო. მხარს კი ლევანდოვსკის ვუჭერ", – დასძინა ბონიეკმა.
ცნობისათვის, ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად კვლავინდებურად არგენტინელი მეგავარსკვლავი ლეო მესი განიხილება.


კომენტარები: