"რეალი" 4 დიდი ტრასნფერისთვის ემზადება - ახალი ცნობები

12 ნოემბერი 2021, პარასკევი


საფეხბურთო ჟურნალისტმა ალბერტო პერეირომ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

კერძოდ, "ბლანკოსი" მომავალ ზაფხულს 4 დიდი ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება.

მადრიდელებს პოლ პოგბას (მანჩესტერ "იუნაიტედი"), ერლინგ ჰოლანდის (ბორუსიას "დორტმუნდი"), ანტონიო რუდიგერის (ლონდონის "ჩელსი") და კილიან მბაპეს ("პსჟ") გადმობირება სურთ.

მოგახსენებთ, რომ ამ 4-დან სამი მათგანის (პოგბა, მბაპე, რუდიგერი) დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან მათ შემდეგ ზაფხულს ხელშეკრულება უმთავრდებათ, ხოლო რაც, შეეხება ნორვეგილ ცენტრ-ფორვარდს მას გერმანელებთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და მისი გამოსასყიდი 150 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარები: