ვარსკვლავური თერთმეტეული - როგორი იქნება "რეალის" შემადგენლობა 2022 წელს

16 ოქტომბერი 2021, შაბათი


ესპანური გამოცემა "Marca"ს ცნობით,მადრიდელებმა 2022 წლის სატრანფერო ფანჯარაზე მათი 4 მთავარი სამიზნე დაასახელეს.
პრიორიტეტი კილიან მბაპეა, თუმცა ბლანკოსი ასევე აქტიურად ეცდება პოლ პოგბას და აურლეინ ჩუამენის დამატებას.
ასევე "რეალი" მაღალი დონის ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს. მთავარ კანდიდატებად ანტონიო რუდიგერი და პაუ ტორესი განიხილებიან.
სავარაუდო თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:
კურტუა; კარვახალი; პაუ ტორესი; მილიტაო; ალაბა; პოგბა; ჩუამენი; კამავინგა; მბაპე; ბენზემა; ვინიციუს ჯუნიორი.
თუმცა, საეჭვოა ალაბას და კარვახალის ფლანგებზე ხშირი თამაში. შესაძლოა ავსტრიელი ხშირად ცენტრში მილიტაოს მეწყვილედ ვიხილოთ, ხოლო კარვახალის ტრამვიანობის ფონზე მის შემცვლელს ეძებენ.
"რეალში" კარვახალის მთავარ შემცვლელად ახალგაზრდა ესპანელ ფლანგის მცველს პედრო პოროს მოიაზრებენ.


კომენტარები: