"ბარსელონა" ჰოლანდისთვის ბრძოლაში შესასვლელად ემზადება

14 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


დორტმუნდი "ბორუსიას" ნორვეგიელ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს მომავალ ზაფხულს უამრავი გუნდი დაეხვევა თავს.

თუ Mundo Deportivo-ს ვენდობით, 21 წლის შემტევით "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "ჩელსი", "ბაიერნი", "პსჟ" და "ლივერპული" ინტერესდებიან
ესპანური გამოცემის მიხედვით, ამ ბრძოლაში შესასვლელად "ბარსელონაც" ემზადება.

ბუნებრივია, რომ ჰოლანდის შესაძენად "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ფინანსური სახსრები დასჭირდებათ. დიდი ალბათობით, ამისთვის კლუბს სესხის აღებაც მოუწევს.

შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს განცხადება, რომელმაც ერლინგის დონის ტრანსფერი კიდევ 2-3 წლით გამორიცხა, მაინც შემაფიქრიანებელია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნორვეგიელის მიერ ჩატარებულ 8 მატჩში, მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 ასისტია.


კომენტარები: