ფერგიუსონმა "იუნაიტედის" საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა

06 ნოემბერი 2021, შაბათი


მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში არაერთ დიდებულ ფეხბურთელს უთამაშია... ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა მისთვის რჩეული ფეხბურთელები დაასახელა.

"ადამიანები კითხულობენ, თუ როგორია ჩემთვის "იუნაიტედის" საუკეთესო შემადგენლობა, ეს წარმოუდგენლად რთულია" - განაცხადა ფერგიმ.

"მართლაც რომ შეუძლებელია, თუმცა ვცდი:

შემტევები

ამ პოზიციაზე არაერთი ვარსკვლავი მახსენდება, მაგალითად, ბრაიან მაკლაირი, მარკ ჰიუჯესი, ენდი ქეროლი, ერიკ კანტონა, რუდ ვან ნისტელროი, ლუის საჰა, ოლე გუნარ სოლსკაიერი, დვაით იორკი და ტედი შერინგემი.

ახალი თაობის ფეხბურთელებიდან - უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და ჩიჩარიტო.

ნახევარდაცვა

ეს პოზიცია შედარებით მარტივია, რადგან გვყავდა როი
კინი, ბრაიან რობსონი და პოლ სქოულზი, ასევე ფანტასტიკური დევიდ ბექები, კრიშტიანო რონალდო და რაიან გიგზი.

ამ მოთამაშეებს ხშირად ნაკლებად ნიჭიერი, თუმცა მშრომელი ფეხბურთელები ავსებდნენ - დარენ ფლეტჩერი და ნიკი ბუტი, ამასთან ერთად მინდა ერთი განსაკუთრებული ვარიანტი ავირჩიო, დენის ირვინი, მას შემადგენლობაში აუცილებლად მოვახვედრებდი. რაც შეეხება დაცვას, სტივ ბრუსი, რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი, დამატებული ირვინი და შთამბეჭდავი უკანა ხაზი გვეყოლებოდა".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

კომენტარები: