"10-წლიანი დაპირისპირების ასე უბრალოდ წაშლა შეუძლებელია", - რა ურთიერთობა აქვთ მესისა და რამოსს?

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


პსჟ"-ს ფეხბურთელები, ლიონელ მესი და სერხიო რამოსი ჯერ არ დამეგობრებულან, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca, ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც აღინიშნება, რამოსი პარიზული გუნდის ბევრ ფეხბურთელს მალევე დაუმეგობრდა, თუმცა მესისთან ასეთი თბილი ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლო.

მიუხედავად ამისა, არსებული ცნობით, 35 წლის ესპანელი და 34 წლის არგენტინელი ერთმანეთის მიმართ არცთუ ისე ცუდად არიან განწყობილნი.

"კლასიკოში" 10-წლიანი დაპირისპირების ასე უბრალოდ წაშლა შეუძლებელია", - აცხადებს წყარო, რომლისთვისაც შექმნილი ვითარება კარგადაა ცნობილი.

მოგეხსენებათ, რამოსი 2005 წლიდან 2021 წლამდე "რეალის" ღირსებას იცავდა, ხოლო მესი 2003 წლიდან 2021 წლამდე "ბარსელონაში" ირიცხებოდა.

კომენტარები: